loader

"ეუთო/ოდირის დასკვნა საბოლოო განაჩენია" - ნათია მეზვრიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეუთო/ოდირის დასკვნა საბოლოო განაჩენია" - ნათია მეზვრიშვილი

ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა პოლიტიკურ სპექტრში.

პრემიერ-მინისტრის შემდეგ ეუთო/ოდირს ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარე უხდის მადლობას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვთ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს. მათი თქმით, ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით, კანონიერ და ლოგიკურ საფუძველს ქმნის ახალი არჩევნების დასანიშნად.