ქართველი მოცეკვავეები პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ
„ხორუმით ევროპისკენ“ - ამ ლოზუნგით ქართველი მოცეკვავეები პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ.
მათ საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.
აქციის მონაწილეებს მოცეკვავეებისთვის სპეციალურად დერეფანი ჰქონდათ გაკეთებული.
შეგახსენებთ, რომ თბილისში დღეს 20-ზე მეტი აქცია-მსვლელობა გაიმართა. საბოლოოდ კი, პროტესტის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ.
დემონსტრანტები მიმდინარე აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.