loader

"დღეს, ჩვენ დავსახეთ შეტევის სტრატეგია..." - სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს, ჩვენ დავსახეთ შეტევის სტრატეგია..." - სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი

"ყველამ ძალიან კარგად იცის, ისტორიაში, თუ პოლიტიკურ პროცესებში სხვა ვარიანტი არ არსებობს, რომ გამოხვიდე კრიზისიდან. როდესაც არჩევნების ნდობა არ არსებობს, როდესაც ხელისუფლების ნდობა არ არსებობს როდესაც ხელისუფლება გადასულია ტყუილებზე იმისთვის, რომ თავისი ადგილი გაამყაროს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია და ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნების გზა.

ამისთვის ჩვენ დავსახეთ დღეს შეტევის სტრატეგია, სადაც ყველა მიმართულებით, ეს იქნება უცხოელ პარტნიორებთან, შიგნით სამართლებრივად რომ ყველაფერი ჩამოყალიბებული გვქონდეს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ უცებ დაინიშნოს არჩევნები და ჩვენ მზად არ ვიყოთ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ და მივდივართ მოკლე გზაზე. ეს არის სიახლე ამ ეუთოს დასკვნის შემდეგ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმითვე, ხვალ პარლამენტთან აქციას შეუერთდება და სიტყვით გამოვა.

მან ასევე, აღნიშნა, რომ მზად არის შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და ჩვენ მივდივართ მოკლე გზაზე. ეს არის სიახლე ამ ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ. დიდი დრო აღარ არის, მითუმეტეს, „ქართული ოცნება“ აჩქარებული ტემპით ახალი კანონების მიღებას ცდილობს, იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ, შიგნიდან თუ გარედან, იმისათვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, რადგან ის არის ერთადერთი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ არ ჩამოიშალოს მისი სისტემა - სანამ მისი სისტემა მთლიანად ჩამოიშლება უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დანიშნოს ახალი არჩევნები, ამის კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია და ამას არ სჭირდება ბევრი ბჭობა, მე პირადად მზად ვარ როცა უნდა შევხვდე, მე ვიცი, რომ გარედან ბევრი იქნებიან მზად, რომ ჩამოვიდნენ და მასზე ზეწოლა განახორციელონ. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და უნდა დაინიშნოს სასწრაფოდ!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.