რას ამბობენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში EQAR-ში რეგისტრაციის შეჩერებაზე?
საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტში (EQAR) რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა. რეგისტრაციის შეჩერება EQAR-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა ასახული.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი გამართა.