loader

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტამდე ადვოკატების მარში გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტამდე ადვოკატების მარში გაიმართა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოდან პარლამენტის მიმართულებით ადვოკატების მარში პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა.

მარშის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, სადაც უკვე 23-ე დღეა მოქალაქეები პროტესტის ნიშნად გამოდიან, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

ადვოკატების მთავარი მოთხოვნაა: ხელახალი არჩევნები და აქციების დროს დაკავებულების პატიმრობიდან გათავისუფლება.

მათ მოტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: „აირჩიეთ მოსამართლეები და არა მონები!“, „ხოხობი როგორ გყავთ, ისევ ფრთხიალებს ალაზანზე?“

ცნობისთვის, აქციები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ დემონსტრანტები, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას დააკავეს.