რა თქვა პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე -“პროვოკაციული განცხადებაა“
დე ფაქტო პრემიერი აცხადებს, რომ როგორც კი დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება, ღირსების ორდენით დავაჯილდოებთ მაღალჩინოსნებს, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი რეპრესიებზე, ძალადობაზე და პირდაპირ ვიტყვი, იმ მხეცობაზე, რომელსაც
ჰქონდა და აქვს ადგილი თბილისის ქუჩებში. ეს არის პროვოკაცია, პროვოკაციული განცხადება, მიჩვეული ვართ ამ პროვოკაციულ
განცხადებებს, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შს სამინისტროს მაღალჩინოსნების სამომავლოდ ღირსების ორდენით დაჯილდოების საკითხს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, კობახიძის ეს განცხადება ასევე არის ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს შეურაცხყოფა.