loader

"ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი არის უპირველესად ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შეფასება" - თინა ბოკუჩავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი არის უპირველესად ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შეფასება" - თინა ბოკუჩავა

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ბერსე უკვე შეხვდა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", "ძლიერი საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრებს.

ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებში განსხვავებული მოსაზრება აქვთ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრებს, რომლებიც ალენ ბერსესთან შეხვედრას არ აპირებენ.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილაც შეხვდა.

მანამდე კი მან შეხვედრა გამართა პრემიერ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და ომბუდსმენ ლევან იოსელიანთან.