90 000 მოწონება, 21 000 კომენტარი და 9 000-მდე გაზიარება - რა ხდება ევროპარლამენტის გვერდზე და როგორ ეხმაურებიან ქართველები სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას?
გუშინ, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინრე მოვლენებზე ისაუბრა. "საქართველოს მოსახლეობა მასობრივად გამოდის ქუჩაში არა სოციალური პრობლემების გამო, არამედ როდესაც აღიქვამს თავისუფლებასთან, ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საფრთხეს" - თქვა ზურაბიშვილმა.
მის გამოსვლას ევროპარლამენტის გვერდზე, ამ დროისთვის, 90 000 მოწონება, 21 000-ზე მეტი კომენტარი და და 9 000-მდე გაზიარება აქვს.