loader

"ძაღლი მოკვდა! თუ დაგკბინათ, დაგკაწრათ ან დაგნერწყვათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას" - ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი საზოგადოებას აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძაღლი მოკვდა! თუ დაგკბინათ, დაგკაწრათ ან დაგნერწყვათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას" - ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი საზოგადოებას აფრთხილებს

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი საზოგადოებას აფრთხილებს.

"მოსახლეობის საყურადღებოდ!

ბოლნისში, ბაზრის ტერიტორიაზე, მაღაზია "ორი ნაბიჯის" მიმდებარედ მობინადრე ძაღლმა (ნაცრისფერი დიდი ძაღლი) თუ დაგკბინათ, დაგკაწრათ ან დაგდორბლათ (დაგნერწყვათ) და ამ დრომდე არ მიგიმართავთ კლინიკისათვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში ანტირაბიულ კაბინეტს, გაიაროთ სპეციალისტთან კონსულტაცია და ჩაიტაროთ ანტირაბიული ვაქცინაცია;

ცოფის - ჰიდროფობიის ერთადერთი პრევენცია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ექიმ-რაბიოლოგ ელგუჯა გიგანს. ტელ: 599-926 891;

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, მაკა მამარდაშვილს - 599 859 737;

აქვე გაცნობებთ, რომ ძაღლი მოკვდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის რაიონული სამსახურის მიერ მოხდა შესაბამისი რეაგირება და ველოდებით ლაბორატორიული კვლევის შედეგს" - ნათქვამია ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციაში.