"ახლა ამის დრო არაა..." - ვერიკო ტურაშვილი საახალწლოდ დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მომღერალი ვერიკო ტურაშვილი საახალწლოდ დაგეგმილ კონცერტებზე უარს ამბობს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
"მივიღე გადაწყვეტილება და ვაუქმებ საახალწლო ღონისძიებებს, რომელიც მარტო ,,დავდივარ და დავიმღერის” ფარგლებს არ მოიცავს. ასევე მაქვს დიდი პასუხისმგებლობები, რომელსაც მარტო ვუძღვები… მაგრამ ახლა ამის დრო არაა. დიდი იმედი მაქვს მალე დამთავრდება ეს კოშმარი და ყველას გვექნება სურვილი და შესაძლებლობა ბედნიერად ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე" - წერს მომღერალი ვერიკო ტურაშვილი.