loader

ქედაში, ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა - "სამი საათია ჩაკეტილი ვართ, ვითხოვთ შველას" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქედაში, ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა - "სამი საათია ჩაკეტილი ვართ, ვითხოვთ შველას"

ქედაში, ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზა ჩაიკეტა – აქუცას ხიდის მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა. ქვათაცვენა ამ დრომდე გრძელდება.

„უკვე სამი საათია გზაში ვართ, ფეხითაც ვერ გადახვალ, რადგან გრძელდება მასის ჩამოწოლა, სოფელ ვაიოს მხრიდან ვაპირებთ ახლა გადასვლას, რომ ასე ჩავიდეთ როგორმე ქედის ცენტრამდე.

112-ში დავრეკე, რომ შველა გვჭირდება. გადმომირეკეს საგანგებოდან და მითხრეს, რა გავაკეთოთ, თვითმფრინავს ხომ არ გამოგიგზავნიო. ვუთხარი, რომ ევაკუაცია უნდა შეეძლოს საგანგებო სიტუაციების სამსახურს და უჩვეულოს არაფერს ვითხოვდი,“- უთხრა „ბათუმელებს“ მოქალაქე მელანო მახარაძემ.