"ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს, ართმევდნენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ტელეფონს, ჩანთას, საფულეს, ჯვარს" - არასამთავრობოების ერთობლივი განცხადება
ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს, ართმევდნენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, მობილურ ტელეფონს, ჩანთას, საფულეს, სათვალეს, ჯვარს და სხვა პირად ნივთებს - აიძულებდნენ ეთქვათ საკუთარი თავის მიმართ დამამცირებელი ფრაზები ან ექოთ ზვიად ხარაზიშვილი (ე.წ. ხარება). რიგ შემთხვევებში, ნაცემ დაკავებულებს ვიდეოს პირადად გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი უღებდა, - ამის შესახებ არასამთავრობო სექტორების ხელმძღვანელების მიერ ერთობლივად გაკეთებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ და "კანონს უზენაესობის ცენტრის" ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს იმაზე, თუ „როგორ დაგეგმა „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემური წამება“.