loader

"წუწუნს არ დავიწყებ, უბრალოდ, მოგიყვებით და დასკვნა თქვენ გააკეთეთ" - გიორგი სუხიტაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წუწუნს არ დავიწყებ, უბრალოდ, მოგიყვებით და დასკვნა თქვენ გააკეთეთ" - გიორგი სუხიტაშვილი

„ჩემი შემოსავლის 90% უკავშირდება ჩემს პროფესიას (ის 10% – ც იმიტომ დავიტოვე ვინმე ინტრიგანმა არ წამომაძახოს სადმე რამე) დიდი ხანია ვისმენ ცილისწამებას, ვითომ ჩემს მოსაზრებებში მიხდიან, მომისყიდეს და კიდევ 1000 სიგიჟე“ – ამის შესახებ მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული სტატუსით მომღერალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მუსიკოსების პროტესტს გამოეხმაურა.

როგორც სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ახლა ისეთი ვითარებაა, განსაკუთრებით კი შოუბიზნესის სფეროში, რომ თუ ასე გაგრძელდა მუსიკოსებს თავად დასჭირდებათ საზოგადოების დახმარება. მომღერალი ამბობს, რომ საქართველო უნდა გადარჩეს.

"წუწუნს არ დავიწყებ უბრალოდ მოგიყვებით და დასკვნა თქვენ გააკეთეთ.მთელი 2024 წლის განმავლობაში უამრავი ღონისძიება მქონდა დაგეგმილი, ამ ღონისძიებების 60-70% ოქტომბერზე, ნოემბერზე და დეკემბერზე მოდის.ამ შემოდგომაზე ერთი ხელის თითებიც ზედმეტია

იმის დასათვლელად რამდენი ღონისძიება მქონდა.ჩემი შემოსავლის 90% უკავშირდება ჩემს პროფესიას (ის 10% - ც იმიტომ დავიტოვე ვინმე ინტრიგანმა არ წამომაძახოს სადმე რამე)დიდი ხანია ვისმენ ცილისწამებას, ვითომ ჩემს მოსაზრებებში მიხდიან, მომისყიდეს და კიდევ 1000

სიგიჟე.მიუხედავად ამ ყველაფრისა მე მჯერა რომ ოდესმე ამ ქვეყანაში ყველას დაუფასდება ის შრომა რაც გაუწევია და რასაც გულმოდგინედ აკეთებს.ყველამ ის უნდა მიიღოს რასაც იმსახურებს, არც მეტი და არც ნაკლები.რაც დეკემბერი დაიწყო ვიღებ უამრავ მესიჯს რომ დავეხმარო მრავალ შვილიან ოჯახებს, მძიმე სენით დაავადებულებს, ბავშვებს ვისაც ნაძვის ხე და ტკბილეული არა აქვთ და კიდევ ვიმ მოთვლის.ბოდიშს

გიხდით ყველას რომ ვერ ან არ გპასუხობთ და რომ გპასუხობთ ხშირად ვილანძღები იმის გამო რომ არ მაქვს.გულწრფელად გეტყვით ეს

უბედურება რაც გვჭირს იცით რის და ვის გამოცაა ხო და ეს თაქვენი აგრესია მიმართეთ სწორი მიმართულებით !ახლა ისეთი სიტუაციაა განსაკუთეებით ჩვენს სფეროში რომ თუ ასე გაგრძელდა აქეთ დასახმარებლები გავხდებით.კიდევ ერთხელ ვამბობ არ ვწუწუნებ და არც თავს

ვაცოდებ ვინმეს.ოფრტიმისტი ვარ და ასეთი სიტუაციას ბევრჯერ მქონია (სამწუხაროდ).p.s. მირჩევნია მშიერი ამომძვრეს სული ვიდრე რუსეთის ტრაკში ვზეიმობდე რამეს.საქართველო უნდა გადარჩეს!" - წერს სუხიტაშვილი.