loader

ვინ იმღერებს საახალწლო ღონისძიებებზე და რამდენს გადაუხდიან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იმღერებს საახალწლო ღონისძიებებზე და რამდენს გადაუხდიან?

13 ქალაქში საახალწლო სოფლის მოწყობის, ნაძვის ხის ანთებისა და საზეიმო კონცერტებისთვის მომსახურების შესაძენად გამარტივებული შესყიდვები უკვე გამოცხადდა.

ამ დროის მონაცემებით, ღონისძიებები ჩატარდება ხობში, თელავში, ფოთში, ბოლნისში, წყალტუბოში, ახალციხეში, რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისში, საგარეჯოში, ლაგოდეხში, ზუგდიდსა და სამტრედიაში. ჯამში დაგეგმილ ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან 528 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.

ვინ იმღერებს საახალწლო ღონისძიებებზე და რამდენს გადავუხდით?

ხობი - საახალწლო ღონისძიება 28 დეკემბერს ჩატარდება. ღონისძიებაზე იმღერებს "ღამის შოუ გაბუნიასთან ერთად", რაშიც ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯება.

თელავი - ზაირა არსენიშვილის სახელობის თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა გამარტივებული შესყიდვით შეიძინა ნაძვის ხის ანთების ღონისძიების მომსახურება, რაშიც ბიუჯეტიდან 63 953 ლარს და 64 თეთრს ხარჯავს. 21 დეკემბერს ჩანიშნულ ღონისძიებას გააფორმებენ: არჩილ ნიჟარაძე, გიორგი კუხიანიძე, დავით მაზანაშვილი, ნიკა ნიკვაშვილი, სალომე ბაკურაძე და ქეთევან გაბისიანი.

ფოთი - 22 დეკემბერს ფოთში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე იმღერებს "ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად" და "მიქსტურა". კონცერტისთვის მერია ბიუჯეტიდან 45 000 ლარს ხარჯავს, საიდანაც "ღამის შოუს ბენდს" 30 ათასს, ხოლო "მიქსტურას" 15 ათასს გადაუხდიან.

ბოლნისი - მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი 28 დეკემბრის საახალწლო კონცერტში გამარტივებული შესყიდვით 10 000 ლარს ხარჯავს. კონცერტზე ჯგუფი "ფორტე" იქნება წარმოდგენილი. კონცერტზე იმღერებს პაატა გულიაშვილიც, რომელსაც ბიუჯეტიდან 7 654 ლარს გადაუხდიან.

წყალტუბო - 24 დეკემბერს "საახალწლო სოფლის" გახსნაზე "მიქსტურა" იმღერებს, რაშიც ბიუჯეტიდან 12 000 ლარი დაიხარჯება. ღონისძიებაზე იქნება "მოსიარულე დრამერი" (გიორგი ბექაური), რომლის მომსახურებაშიც 4 600 ლარი იხარჯება.

ახალციხე - საახალწლო ღონისძიებები 20, 21 და 29 დეკემბერს არის დაგეგმილი. კონცერტებზე იმღერებენ ნინო (ნუცა) ბუზალაძე, ზურაბ (ზუკა) ხუციშვილი და მირზა მოდებაძე და გიორგი ნიკოლაძე ("ნიკოლშოუ"). ბუზალაძეს 18 ათას ლარს, მოდებაძეს 8 ათას ლარს, ხუციშვილს 10 ათას ლარს, ხოლო ნიკოლაძეს 5 ათასს ლარს გადაუხდიან. ჯამში ბიუჯეტიდან 41 000 ლარი დაიხარჯება.

რუსთავი - დადგეგმილი საახალწლო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან დავით მაზანაშვილს მუსიკალური მომსახურებისთვის 12 500 ლარს, ხოლო ჯგუფ "ურსას" 20 200 ლარს უხდიან. საცეკვაო პროგრამისთვის (სულ 60 მოცეკვავე) 18 750 ლარი იხარჯება.

განაგრძეთ კითხვა>>>