"ცოტა რთულია ამ პოსტის დაწერა ჩემთვის, მაგრამ სიმართლეა და ამ სიმართლეს ვერ გავურბივარ..." - რას წერს ნინი შერმადინი?
ნინი შერმადინი სამსახურს ეძებს. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.
"გამარჯობა მეგობრებო, ცოტა რთულია ამ პოსტის დაწერა ჩემთვის, მაგრამ სიმართლეა და ამ სიმართლეს ვერ გავურბივარ.
როგორც მომღერალმა, მუსიკოსმა და ავტორ-შემსრულებელმა, ვერ გავიკეთე ისეთი კარიერა, რომ ფინანსურად საკუთარ ნიჭზე ვყოფილიყავი დამოკიდებული.
მოკლედ რომ ვთქვათ არ მემღერება, ბევრი მიზეზის გამო.
ამ მომღელობითაც ბევრს ვერაფერს მივაღწიე. ასე, რომ მეგობრებო, ვეძებ სტაბილურ სამსახურს.
ვიცი 4 ენა: ინგლისური, რუსული, ბერძნული და ქართული.
მაქვს საბანკო გამოცდილება, customer service უმაღლეს დონეზე.
თუ ვინმეს გაქვთ ვაკანსია ან იდეა სად შეიძლება გამოგადგეთ, მომწერეთ. მადლობა წინასწარ..." - წერს ნინი შერმადინი.