"ვაკეში მარშის დროს ეკლესიაში ფიზიკურად არ შემოჭრილან" - რას ყვება დეკანოზი შალვა კეკელია?
13 დეკემბერს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში „შეჭრისა და დარბევის“ შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ „პუბლიკა“ ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ შალვა კეკელიას ესაუბრა.
„არა, არა, ეკლესიაში ფიზიკურად არ შემოჭრილან“, – გვიპასუხა დეკანოზმა ინტერნეტში გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე.მისი თქმით, იქამდე არაერთ შეურაცხმყოფელ შეტყობინებას იღებდა და გარდა ამისა, ზოგიერთ ჩატში, სადაც მისი ნაცნობებიც იყვნენ, მას შეურაცხყოფილად მოიხსენიებდნენ და გეგმავდნენ დეკანოზთან „მივარდნას“.
„იმ დღეს მსვლელობა რომ დავინახე, [თავი] ავარიდე. ჩემი გარდაცვლილი მეგობრის შვილიშვილი უნდა მომენათლა, ტაძართან რომ არ დაძაბულიყო [სიტუაცია], ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა და ყვირილს დამიწყებდნენ. შევედი ტაძრის ოთახში და რომ შევედი, როდესაც გამოიარეს, დაიწყეს ყვირილი – შე პროპაგანდისტოო; გეშინია ახალგაზრდებთან გამოსვლის, იქ ხომ არ მოდიხარ, აქაც ვერ გამოდიხარ, ბავშვების გეშინია, შე მოღალატეო და ა.შ.
უცებ, არ ვიცი, რა მოხდა ჩემში, გამოვვარდი ეგრევე და მივედი ამ ხალხთან. ვის ეძახით მოღალატეს, ან რატომ მეძახით, იცით ამ სიტყვის მნიშვნელობა-მეთქი?“, – იხსენებს დეკანოზი „პუბლიკასთან“. წაიკითხეთ ვრცლად...