"ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, ვისაც აქვს კითხვები..." - ირაკლი კობახიძის მიმართვა
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ სთავაზობს ყველა გულწრფელ ადამიანს, ვისაც აქვს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ნებისმიერ ფორმატში გამართონ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია.
აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.