"მინდა გამოვეხმაურო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას" - ირაკლი კობახიძის ბრიფინგი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე, ანტიქართულს უწოდებს.
როგორც პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ რეკომენდაციას არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, თუმცა ის ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში.