loader

მსახიობები და რეჟისორი დავით დოიაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსახიობები და რეჟისორი დავით დოიაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებენ

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის თანამშრომლები საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე მიმართავენ.

ისინი პროკურორს სთხოვენ, რომ სასამართლოს ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე მიმართოს.

„ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვითხოვთ მსახიობ, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

ვიცნობთ რა ანდრო ჭიჭინაძეს, როგორც კანონმორჩილ, სანიმუშო მოქალაქეს, პატრიოტ ადამიანს და უაღრესად ნიჭიერ პროფესიონალს, მისი პატიმრობა მიგვაჩნია უსამართლო გადაწყვეტილებად.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე.

განცხადებას თან ახლავს თეატრის ყველა თანამშრომლის, 170 ხელმოწერა“, - აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.