loader

"ჩვენი საქმეა წიგნი, ლიტერატურა, ჩვენ გამომცემლები და რედაქტორები ვართ, ჩვენი სამუშაოა ფიქრი და მუშაობა, მაგრამ ვდგებით მაგიდებიდან და გამოვდივართ ქუჩაში - ისეთი რამ დადგა სასწორის პინაზე, არჩევანი არ დაგვრჩა!" - მაია ალუდაური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი საქმეა წიგნი, ლიტერატურა, ჩვენ გამომცემლები და რედაქტორები ვართ, ჩვენი სამუშაოა ფიქრი და მუშაობა, მაგრამ ვდგებით მაგიდებიდან და გამოვდივართ ქუჩაში - ისეთი რამ დადგა სასწორის პინაზე, არჩევანი არ დაგვრჩა!" - მაია ალუდაური

"ჩვენი საქმეა წიგნი, ლიტერატურა, ჩვენ გამომცემლები და რედაქტორები ვართ, ჩვენი სამუშაოა ფიქრი და მუშაობა, მაგრამ ვდგებით მაგიდებიდან და გამოვდივართ ქუჩაში - ისეთი რამ დადგა სასწორის პინაზე, არჩევანი არ დაგვრჩა!", - ამის შესახებ „პალიტრა L”-ის მთავარმა რედაქტორმა, მაია ალუდაურმა განაცხადა ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლების აქცია-მსვლელობის მიმდინარეობისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს პროტესტის გარდა, სხვა გზა არ დაუტოვა.

„რატომ ჩაერთნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები პროტესტში? - არ დაგვიტოვეს მეტი გზა, მეტი გამოსავალი არ დაგვიტოვეს. ახლა, ჩვენ ვერც სახლში გავჩერდებით, ვერც სამუშაო მაგიდებთან.

ძალიან მოინდომა ხელისუფლებამ და დღეს უკვე ხელისუფლებად წოდებულმა, რომ ჩვენ ამდენი საქმეში ჩაფლული ხალხი...[გარეთ გამოგვიყვანა]. ჩვენი საქმე წიგნია, ლიტერატურაა, ჩვენ გამომცემლები ვართ, ჩვენ რედაქტორები ვართ, ჩვენ ტექსტებზე მომუშავე ხალხი ვართ. ჩვენი სამუშაოა კონცენტრირება, მშვიდად ყოფნა, მშვიდი გარემო და ძალიან კარგ რაღაცებზე ფიქრი და მუშაობა, მაგრამ ჩვენ გამოსულები ვართ ყინვაში, გვცივა, ვიღლებით - ვდგებით სამუშაო მაგიდებიდან და გამოვდივართ ქუჩაში, ვდგავართ და ვათენებთ. ამას ვერ გაგვაკეთებინებდა ვერავინ და ვერაფერი გარდა უდიდესი საფრთხისა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით. დღეს, ისეთი რამ დადგა სასწორის პინაზე, რომ არჩევანი, რა გავაკეთოთ, არ დაგვრჩა და ვერც დაგვრჩება! ", - განაცხადა „პალიტრა L"-ის მთავარმა რედაქტორმა, მაია ალუდაურმა.

ცნობისთვის, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიდან პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ.

მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

ვიდეო: "მთავარი არიხი"