ვრცელდება უმძიმესი კადრები, სტიქიას 1 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დანგრეულია სახლები - 90 წლის შემდეგ მაიოტას კვლავ ძლიერი ციკლონი "ჩიდო" დაატყდა თავს
საფრანგეთის ზღვისიქით ტერიტორიას, ინდოეთის ოკეანეში მდებარე არქიპელაგს, მაიოტას ძლიერი ციკლონი „ჩიდო“ დაატყდა თავს, რის შედეგადაც რამდენიმე ასეული ადამიანი და შესაძლოა ათასობითაც კი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
”ვფიქრობ, რა თქმა უნდა, რამდენიმე ასეული იქნება, შესაძლოა ათასს, ან რამდენიმე ათასსაც მიაღწიოს”, - განაცხადა პრეფექტმა ფრანსუა-ქსავიე ბიევილმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
ამასთან, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ყველა მსხვერპლის აღრიცხვა რთულია და შესაბამისად, ამ ეტაპზე, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.