loader

რას ამბობს ნინო წილოსანი ვიდეოზე, რომელიც განხილვის თემად იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ნინო წილოსანი ვიდეოზე, რომელიც განხილვის თემად იქცა

ისტორიულად ასეთია ნამდვილი ქართველი დედა, ვინც თავის შვილს იცავს ცუდისა და ბოროტისგან და არა ის, ვინც შვილებს ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში ბოროტ იარაღად იყენებს! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და კომენტარში აღნიშნავს, რომ „დედა-შვილს „მშვიდობიანი” აქციის მონაწილეები სისასტიკით მოექცნენ“.

„ამ დღეების მანძილზე ვერ მოვახერხე ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა ქართველი დედის ჭეშმარიტ ფენომენზე. ეს ნახატი ყველაზე კარგად აღწერს რისი დაწერაც მინდოდა. ისტორიულად ასეთია ნამდვილი ქართველი დედა, ვინც თავის შვილს იცავს ცუდისა და ბოროტისგან. და არა ის, ვინც შვილებს ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში ბოროტ იარაღად იყენებს!” - წერს ნინო წილოსანი.

000-1734332226.jpg