loader

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია

საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ამ დროისთვის, დასრულებულია. ტერიტორიაზე რჩება მომიტინგეთა მცირე ჯგუფი.

რუსთაველის გამზირზე აღდგა საავტომობილო მოძრაობაც.

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე პროტესტის მეთვრამეტე დღეს, 19:00 საათიდან შეიკრიბნენ. მათ შეუერთდნენ მარშის მონაწილეები, რომლებიც მანამდე ქალაქის სხვადასხვა წერტილში მართავდნენ აქციას და მსვლელობას.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - ჩატარდეს ახალი, არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები.

აქციის მონაწილეებს გაშლილი ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე ევროკავშირის მხარდამჭერი ბანერები.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.