თბილისში რამდენიმე ადგილას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობები გრძელდება
თბილისში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა გრძელდება.
აქციის მონაწილეები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები მოგვიანებით საქართველოს პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ, სადაც უკვე მე-18 დღეა მოქალაქეები პროტესტს უწყვეტ რეჟიმში გამოხატავენ.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.