რესტავრატორ/კონსერვატორები და ხელოვნებათმცოდნეები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობას მართავენ
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან რესტავრატორ/კონსერვატორები და ხელოვნებათმცოდნეები მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები მოგვიანებით საქართველოს პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ, სადაც უკვე მე-18 დღეა მოქალაქეები პროტესტს უწყვეტ რეჟიმში გამოხატავენ.