კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან რესტავრატორები და ხელოვნებათმცოდნეები იკრიბებიან
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან რესტავრატორ/კონსერვატორები და ხელოვნებათმცოდნეები იკრიბებიან.
ისინი გეგმავენ, რომ პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა გამართონ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია. ისინი მოითხოვენ, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს
ვიდეო: "პალიტრანიუსი"