რუსთავის მთავარ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო და საშობაო სოფელი გაიხსნა
რუსთავის მთავარ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო და საშობაო სოფელი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
რუსთავის მერიის ცნობითვე, საშობაო სოფელში რუსთაველებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და კვების ობიექტებია მოწყობილი. საახალწლო სოფელში, მთავარ ნაძვის ხესთან პატარებს თოვლის ბაბუამ და ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს, იქვე სხვადასხვა გასართობი აქტივობები და საციგურაო მოედანია მოწყობილი.
საშობაო სოფელში აქტივობები 14 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება.
თავისუფლების მოედანზე განთავსებულია 11 კვების ჯიხური და 20 სამრეწველო დახლი.
„14 დეკემბრიდან ყოველ საღამოს 18:00 საათიდან 23:00 საათამდე მოედანზე ჩაირთვება ფონური მუსიკა.
სამუშაო დღეებში 18:00-დან 20:00-მდე თოვლის ბაბუა სპეციალურად მოწყობილ სახლში უმასპინძლებს პატარებს, ხოლო შაბათ-კვირას 18:00-დან 21 საათამდე.
პატარების საახალწლო განწყობაზე კი თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები იზრუნებენ, მოეწყობა სხვადასხვა გასართობი აქტივობები, საციგურაო მოედანი, გაიმართება ანიმაციების ჩვენება.
საშობაო სოფელში აქტივობები 14 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება.
საახალწლო ილუმინაციებით მოირთო და განათდა რუსთავის ცენტრალური გამზირები, ქუჩები, ცენტრალური პარკი და სკვერები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.