"იმის იმედად, რომ 29-დან საცივში ჩავყოფთ თავს..." - რას წერს გია ხუხაშვილი?
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
"ორიოდე სიტყვა ბიძინას გზავნილზე, რომ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ყველაფერი დაწყნარდება და მშვიდობა და ბედნიერება დაისადგურებს.
ვინც ოდნავ დაფიქრდება, მიხვდება, რომ ეს მორიგი ტრიუკის ჩატარების მცდელობაა, რისი მიზანიც სავსებით ცხადია:
მას ახლა ყველაზე მეტად სისტემის ჩამოშლის ეშინია, ამიტომ ისტერიულად ცდილობს საკუთარი “უძლეველობის, სიბრძნის და წინასწარმეტყველური უნარების” მითოლოგიის ნარჩენების მეშვეობით ახალი თარიღი დაკიდოს -“კიდევ ცოტა მაცადეთ ხალხნო”-ს პრინციპით, იმის იმედად, რომ 29-დან საცივში ჩავყოფთ თავს და დამატებით კიდევ ერთ თვეს მოიგებს…
აი, ამ პოლიტიკური თაღლითობით არის დღეს დაკავებული, რათა ასე აგორაოს და აგორაოს ეს ქვეყანა, სანამ კრემლის კედელთან არ მიაგორებს…" - წერს გია ხუხაშვილი.