loader

როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები საარჩევნო კოლეგიის მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები საარჩევნო კოლეგიის მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას?

300-წევ­რი­ან­მა კო­მი­სი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი აირ­ჩია. პარ­ლა­მენ­ტში, ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე ხმე­ბი ცოტა ხნის წინ შე­ა­ჯა­მა, რის შემ­დე­გაც პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბილ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რებს ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­აც­ნო. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან

"დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს ორი პრე­ზი­დენ­ტი: ლე­გი­ტი­მუ­რად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და არა­ლე­გი­ტი­მუ­რად და­ნიშ­ნუ­ლი რუ­სეთ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი კლო­ნი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი მე­დუ­ზის IQ-ით.

თუ კა­ლი­გუ­ლას მიერ მისი ცხე­ნის ინ­ცი­ტა­ტუ­სის და­ნიშ­ვნა რო­მის სე­ნა­ტო­რად ლე­გენ­დად დარ­ჩე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მისი ერთ-ერთი ზებ­რის, ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლოს დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტად და­ნიშ­ვნა ის­ტო­რი­ას აუ­ცი­ლებ­ლად და­წერს," | წერს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის (ICC) თავ­მჯდო­მა­რე, ფადი ასლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია: "ბოლო წა­მამ­დე მე­გო­ნა, რომ კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი და ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი მა­ი­სუ­რებს გაც­ვლიდ­ნენ".

პო­ლი­ტო­ლო­გი ლე­ვან ლორ­თქი­ფა­ნი­ძე: დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე უბე­დუ­რი, ხელ­მო­ცა­რუ­ლი, სა­წყა­ლი და გან­წი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი არის მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი. სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე გა­უ­ჭირ­დე­ბა სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დი­სა და მყუდ­რო­ე­ბის პოვ­ნა. დამ­ღას ვერ მო­ი­ცი­ლებს ვე­რას­დროს.

ჟურ­ნა­ლის­ტი ვიკა ბუ­კია: ეს არის პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს გიყ­ვართ, გძულთ, მოგ­წონთ თუ არ მოგ­წონთ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. ის არის ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, მორ­ჩა. ლე­გი­ტი­მუ­რი და ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი. ამ ხალ­ხში შე­საძ­ლოა ბევ­რი თქვენ­გა­ნი არ ყო­ფი­ლა, არ აქვს ამა­საც მნიშ­ვნე­ლო­ბა. ის უმ­რავ­ლე­სო­ბამ აირ­ჩია. ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი მელ­ტის ბლი­ნე­ბის მე­პატ­რო­ნეა, ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ქოცი დე­პუ­ტა­ტი და პრო­რუ­სუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო დაჯ­გუ­ფე­ბის "ხალ­ხის ძა­ლის" წევ­რი, მა­გი­ნე­ბე­ლი, უდიპ­ლო­მო. სხვა არა­ფე­რი ის არაა.

მომ­ღე­რა­ლი ზურა ხა­ჩი­ძე: ვუ­ლო­ცავ მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე არ­ჩე­ვას! ღმერ­თმა ძალა მოგ­ცეს მიშა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კე­თილ­დღე­ოდ!

ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: მე­გობ­რე­ბო, ალ­ბათ არ ელო­დით და უნდა გა­უ­წყოთ რომ გა­ი­მარ­ჯვა ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა! არ­ჩევ­ნებ­ში, სა­დაც მხო­ლოდ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ჰოი სა­ოც­რე­ბავ. ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვია.

მწე­რა­ლი ლალი მო­როშ­კი­ნა: ფეხ­ბედ­ნი­ე­რი იყოს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის შენი პრე­ზი­დენ­ტო­ბა!

იუ­მო­რის­ტი თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი: რაც ქო­ცე­ბი, ის პრე­ზი­დენ­ტი. ყვე­ლი და პური.

პო­ლი­ტი­კო­სი ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვა: იქ­ნებ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა უგა­მოც­დოდ ჩა­რი­ცხოთ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი….თან სწავ­ლა, თან მუ­შა­ო­ბა რას ნიშ­ნავს, ეგ მა­ინც გა­ვა­გე­ბი­ნოთ…

რე­ჟი­სო­რი დათა თა­ვა­ძე: ყა­ვე­ლაშ­ვილს არა­სო­დეს არ ექ­ნე­ბა ლე­გი­ტი­მა­ცია - მე­ექ­ვსე პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა ვი­ღაც სხვა, როცა ამის დრო მოვა.ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი კი იქ­ნე­ბა შეც­დო­მა - ერთი ზედ­მე­ტი ასო სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის შეც­დო­მე­ბი­თა და ასო­ე­ბით სავ­სე სა­მარ­ცხვი­ნო თავ­ში, რო­მელ­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ჰქვია.

მა­მუ­კა ღლონ­ტი: შემ­დე­გი პრე­ზი­დენ­ტი უა­ტეს­ტა­ტო იქ­ნე­ბა და იმის შემ­დე­გი, ბაღ­შიც არ უნდა იყოს ნა­რო­ნი­ე­ბიო.