loader

"თუ არ ჩავთვლით საშინელ სიტყვებს, "შვილი რომ მოუკვდებათ, მერე ჩემთან მოდიან", რაც გუშინ ვნახეთ, ურთიერთობის ეს ფორმა მიუღებელია ჩემთვის" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ არ ჩავთვლით საშინელ სიტყვებს, "შვილი რომ მოუკვდებათ, მერე ჩემთან მოდიან", რაც გუშინ ვნახეთ, ურთიერთობის ეს ფორმა მიუღებელია ჩემთვის" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ვა­კე­ში, მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის მომ­ხდარ სი­ტყვი­ერ და­პი­რის­პი­რე­ბას და წერს:

"თუ არ ჩავ­თვლით სა­ში­ნელ სი­ტყვებს, რო­მე­ლიც არ უნდა მოს­დგო­მო­და ენა­ზე "შვი­ლი რომ მო­უკ­ვდე­ბათ, მერე ჩემ­თან მო­დი­ან", (რაღა შვი­ლი შე კაია და­მი­ა­ნო? კი­დევ და­ზაფ­რა უნდა ხალ­ხს? შენ რომ მოკ­ვდე­ბი, მო­გას­ვე­ნე­ბენ ჩემ­თა­ნო, ეს სა­ში­ნე­ლე­ბაც კი უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და რომ ეთ­ქვა, ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი კი ის იქ­ნე­ბო­და, მო­სა­ნათ­ლად ან სა­ქორ­წი­ნოდ, ან გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბი­ის პა­ნაშ­ვი­დის­თვის მოხ­ვა­ლო), ეკ­ლე­სი­ას­თან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეს სცე­ნა, რაც გუ­შინ ვნა­ხეთ, ურ­თი­ერ­თო­ბის ეს ფორ­მა მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის.

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან თა­ნა­ბა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ეკ­ლე­სი­ის, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­ის ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა არის ისე­თი­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­სი, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის კრი­ტი­კა, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის კრი­ტი­კა და სხვა, მაგ­რამ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც ერის კი­დევ უფრო გახ­ლე­ჩას, ერ­თმა­ნე­თის უნ­დობ­ლო­ბას იწ­ვევს და გულს სტკენს სხვას იმ­დე­ნად, რომ ელე­მენ­ტა­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ვე­ღარ ამ­ყა­რებ ამ ადა­მი­ა­ნებ­თან, ის სა­ქარ­თვე­ლო არაა, რო­გორ­საც ვნატ­რობ.უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ სას­ტიკ ბრალ­და­დას­ტუ­რე­ბულ პა­ტი­მარ­საც არ უნდა მო­ექ­ცე, არა­თუ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც შენს წარ­მოდ­გე­ნა­ში არ იქ­ცე­ვა ისე, რო­გორც შენ სი­ტყვა-სი­ტყვით მო­გერ­გე­ბო­და და მო­გე­წო­ნე­ბო­და.

სა­ერ­თო­დაც, სა­ნამ ვინ­მეს სა­ჯა­რო სა­სა­მარ­თლოს მო­უ­წყობ, და­ლა­პა­რა­კე­ბა უნდა სცა­დო, პი­რა­დად გაც­ნო­ბა, შენი ტკი­ვი­ლის და არ­გუ­მენ­ტე­ბის მას­თან მი­ტა­ნა. შე­საძ­ლოა ქა­და­გე­ბის ფრაგ­მენ­ტი არ მოგ­წონ­დეს, მაგ­რამ მთლი­ა­ნი არ­სით არ იყოს ვი­ღაც შენი "მტე­რი". იქ­ნებ შეხ­ვედ­რით, დი­ა­ლო­გით მეტი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა შედ­გეს, ვიდ­რე წი­ნას­წარ ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა და ხი­დე­ბის მსხვრე­ვა ისე­დაც ნამ­სხვრე­ვე­ბად ქცე­ულ ქვე­ყა­ნა­ში" - წერს ფან­ჯი­კი­ძე.