loader

აქციის მონაწილეების რეაქცია, როცა რუსთაველზე სალომე ზურაბიშვილი დაინახეს - რა თქვა პრეზიდენტმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქციის მონაწილეების რეაქცია, როცა რუსთაველზე სალომე ზურაბიშვილი დაინახეს - რა თქვა პრეზიდენტმა?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წუთით პარლამენტის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან აღნიშნა, „სამსახურში მიდიოდა“, თუმცა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გაიარა რუსთაველის გამზირი მაშინ, როცა ორბელიანების სასახლეში ამ გზით არასდროს მისულა, სალომე ზურაბიშვილს არ უპასუხია.

საქართველოს პრეზიდენტის რუსთაველის გამზირზე გამოჩენას ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ“. „გვიყვარხარ, პრეზიდენტო“ - სალომე ზურაბიშვილის მისამართით ისმოდა ამ ტიპის შეძახილები.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა მხოლოდ ის, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.

ამ დროისთვის პრეზიდენტი უკვე ორბელიანის სასახლეში იმყოფება. ქვეყნის პირველი პირი საპრეზიდენტო რეზიდენციაში სწორედ რუსთაველის გამზირის გავლით მივიდა.

ვიდეო: "ტვ პირველი"