loader

პარლამენტის შენობასთან და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე თავისუფლების მოედანზე პოლიციის მობილიზებაა - დგას წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტის შენობასთან და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე თავისუფლების მოედანზე პოლიციის მობილიზებაა - დგას წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაც

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალის მობილიზებაა.

საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები განლაგებულები არიან 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე.

ასევე პარლამენტის წინა ტერიტორიაზეც, სადაც საახალწლო ნაძვის ხე და სცენაა დამონტაჟებული.

პარალელურად, საპოლიციო ძალის მობილიზებაა თავისუფლების მოედანზეც, სადაც წყლის ჭავლის მანქანებიც განლაგდნენ.

ასევე, საპოლიციო ძალამ პარლამენტის მთლიანი წინა ტერიტორია რკინის ჯებირებში მოაქცია.

ავტორი: ნინი ქობალია