"ალტერნატული ხედვა ნაძვის ხის ისტორიაზე" - რას წერს გია ხუხაშვილი?
ეს ნაძვის ხე ჩვენი გადასახადებით არის ნაყიდი და შესაბამისად, ის ჩვენია და არა კალაძის.ამიტომ, ვფიქრობ მივიდეთ, ჩვენც ვიზეიმოთ მასთან და მის მიერ მოყვანილ გზააბნეულ მოქალაქეებთან ერთად. ჩვენ იქ დავრჩებით, მათაც შევთავაზოთ დარჩენა და ჩვენთან ერთად ზეიმი - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს:
"ალტერნატული ხედვა ნაძვის ხის ისტორიაზე…
1. ეს ნაძვის ხე ჩვენი გადასახადებით არის ნაყიდი და შესაბამისად, ის ჩვენია და არა კალაძის.
2. ჩვენი ქუჩაში დგომა მხოლოდ პროტესტი არ არის. ეს არის ახალი საქართველოს, ქართული უდრეკი სულის, თავისუფლების, სამართლიანობის, სიყვარულის და თანადგომის, მისი ევროპული მომავლის ზეიმი, რომელიც ახალ წელთან ერთად აუცილებლად შემოვა ჩვენს ოჯახებში.
3. მართალია კალაძის ცნობიერი მის დანთებაში რაღაც პროვინციულ მზაკვრობას დებს, მაგრამ მისი ღრმად ჩამარხული ქვეცნობიერი რეალურად ჩვენსკენ არის და ცდილობს ჩაბნელებული პარლამენტის შენობის ფონზე გაგვინათოს ამ მომავლისკენ მიმავალი გზა. არ მოაპარინოს გრინჩ ბიძინას ახალი წელი, ახალი საქართველო.
ამიტომ, ვფიქრობ მივიდეთ, ჩვენც ვიზეიმოთ მასთან და მის მიერ მოყვანილ გზააბნეულ მოქალაქეებთან ერთად. ჩვენ იქ დავრჩებით, მათაც შევთავაზოთ დარჩენა და ჩვენთან ერთად ზეიმი. დარწმუნებული ვარ, მათი სხეულები იქიდან რომც წავიდნენ, მათი სულები ჩვენთან დარჩება.ვაჩვენოთ, სად არის რეალური სიყვარული და ბედნიერება და სად ბოროტება. ჩვენ არჩევანი უკვე გავაკეთეთ, მათ ჯერ არა. ხელს ნუ ვკრავთ, გავუადვილოთ ჩვენთან მოსასვლელი გზები," - წერს ხუხაშვილი.