თბილისში, დაბრუნებული ემიგრანტების და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების გაერთიანებული მსვლელობა მიმდინარეობს
თბილისში, საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტები, სხვადასხვა პროფესიის - IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებული მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „საქართველო“, „გაიფიცე“.
ასევე მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.
აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეთა მსვლელობის საბოლოო ლოკაცია საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იქნება.