loader

რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე? - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე? - კადრები ადგილიდან

IT სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. ამ წუთებში აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმართულებით გადაადგილდებიან. თავდაპირველად აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ.

მსვლელობის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზის ორივე მხარის დაკავება მოახერხეს. შესაბამისად, გამზირი გადაკეტილია.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „საქართველო“.

აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

მსვლელობის პარალელურად, აქციის მონაწილეებს შსს-ს რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.

ასევე, რესპუბლიკის მოედანზე HR და ტრენერებისა და ფინანსური წარმომადგენლებიც შეიკრიბებიან.

დედაქალაქის მასშტაბით, დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების რამდენიმე მსვლელობაც არის დაანონსებული.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.