პარლამენტში ხვალ საქართველოს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ
14 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.
მოქმედი პრეზიდენტის ფიცის თანახმად, მისი პრეზიდენტობის 6-წლიანი ვადა ოფიციალურად 16 დეკემბერს იწურება.
ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.
დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს პოლიტიკოსები და ექსპერტები გამოეხმაურნენ. როგორც ისინი ამბობენ, საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთია, რომელიც მმართველ ხელისუფლებას არ ემორჩილება და ლეგიტიმურია.