რა დატვირთვა აქვს სკულპტურას, რომელიც რუსთავში, საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, დადგმიდან რამდენიმე საათში აიღეს - "ცოტა მოულოდნელი იყო ნეგატიური შეფასება..."
ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის სახელობის ქუჩაზე განთავსებული ქანდაკება - "პორტალი სამოთხის კარიბჭე", დადგმიდან რამდენიმე საათში აიღეს. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის მერმა მას შემდეგ მიიღო, რაც სკულპტურამ საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.
"მინდა, ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ - მათთვის კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღოთ.
ნეგატიური შეფასება, რაც სოციალურ ქსელში ქანდაკებას მოჰყვა, ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ყველა ქანდაკება რუსთაველებს ნანახი ჰქონდათ.
არაერთხელ გამოვაქვეყნეთ კონკრეტულად ამ ქანდაკების ფოტოც და აქამდე არავითარი ნეგატივი არ გამოუწვევია. მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკება სახელოვნებო წრეებში საკმაოდ ცნობილ სკულპტორს ეკუთვნის, ვითვალისწინებთ რუსთაველების აზრს და დადგმულ ქანდაკებას ავიღებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსთაველების აზრი ყველა პროექტზე, რომელსაც ვახორციელებთ და რა თქმა უნდა, არც ეს შემთხვევა არ იქნება გამონაკლისი" - წერს ლაცაბიძე.
როგორც აღმოჩნდა, ჩინელი მოქანდაკის ზაო ლეის მიერ შექმნილი ძეგლი "პორტალი სამოთხის კარიბჭე" მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში დამზადდა და გაიმარჯვა კიდეც. განაგრეთ კითხვა>>>