რა სიტუაციაა ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ - ვიდეოკადრები ადგილიდან
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება.
აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად, პარლამენტის შენობის წინ აღმართულ რკინის ჯებირზე აბრახუნებენ.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად მიმდინარეობს.