loader

რას ამბობს ადვოკატი ბრალდებულზე, რომელმაც მეტროში ახალგაზრდას ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ადვოკატი ბრალდებულზე, რომელმაც მეტროში ახალგაზრდას ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო

მეტ­რო­სად­გურ "სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში" მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ 36 წლის ბექა მინ­დო­რაშ­ვილს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი უკვე წა­უ­ყე­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დას­დო ბრა­ლი.

მის ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს მისი ად­ვო­კა­ტი ილია ლო­მია:

-36 წლის არის ბექა მინ­დო­რაშ­ვი­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მას არა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია და სა­უ­ბა­რი არ გვქო­ნია, თა­ვად დუმს, კო­მენ­ტარს არ აკე­თებს და არა­ფერს არ ხსნის. ჯერ არის ასეთ რე­ჟიმ­ში. რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, არ იც­ნობ­და ამ ადა­მი­ანს.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მას ჰქონ­და ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ამას ადას­ტუ­რებთ?

- ადრე ჰქონ­და ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, გო­ნებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სი­სუს­ტე, ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში ნამ­ყო­ფია. რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, მი­უ­ტო­ვე­ბია ბოლო დროს პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბა. ისე იღებ­და მე­დი­კა­მენ­ტებს. ბრალ­დე­ბუ­ლი პირი არის წარ­მო­შო­ბით კა­ხე­თი­დან. ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ დღეს იმ­სჯე­ლებს სა­სა­მარ­თლო აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე, მეტ დე­ტალს ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გე­ტყვით.

რო­გორც ცნო­ბი­ლია ბექა მინ­დო­რაშ­ვილს ფსი­ქი­კურ ექ­სპერ­ტი­ზას და­უ­ნიშ­ნა­ვენ, როს შემ­დე­გაც გა­ირ­კვე­ვა, იყო, თუ არა შეუ­რა­ცხა­დი. განაგრძეთ კითხვა