loader

რა ხდება ამ წუთებში თბილისის მერიასთან? - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში თბილისის მერიასთან? - კადრები ადგილიდან

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებულმა საპროტესტო მსვლელობამ თბილისის მერიასთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

მათი თქმით, დღეს უმოქმედობა და ხმის არ ამოღება დანაშაულია, ამავე დროს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, მათ შორის: "კონსერვატორია არ დაკონსერვდება", "თავისუფლება ანრი კაკაბაძეს".

გაერთიანებული მსვლელობის საბოლოო ლოკაცია საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იქნება.

აქციის პარალელურად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის მერიის შესასვლელში კორდონი გააკეთეს.

ცნობისთვის, ხელოვანების მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად სახელმწიფო კონსერვატორიასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ჭავჭავაძის, ვარაზისხევისა და მელიქიშვილის კვეთაზე IT სფეროს მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდნენ.

ვიდეო: "ტაბულა"