"რამდენიმე წუთის წინ, აბაშიძეზე ვატო ბჟალავა გაიტაცეს" - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტის ახლობელი ავრცელებს
არსებული ინფორმაციით, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ვატო ბჟალავა დააკავეს. აღნიშნულის შესახებ მისი მეგობარი, აქტივისტი ნათია ჩიქოვანი „ფეისბუქზე“ წერს.
მისივე ინფორმაციით, ბჟალავა სასამართლოშიც იყო დაბარებული.
„რამდენიმე წუთის წინ, აბაშიძეზე, გაიტაცეს ვატო ბჟალავა. თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს, სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!“,- წერს ნათია ჩიქოვანი.