დუტა სხირტლაძის სამსახურიდან წასვლის შესახებ "ტელეიმედი" განცხადებას ავრცელებს
ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი დუტა სხირტლაძე ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელი აღარ არის. მედიაში გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ტელეარხმა დღეს, 12 დეკემბერს დაადასტურა.
„არხის დირექციის გადაწყვეტილებით, 10 დეკემბრიდან დუტა სხირტლაძე „ტელეიმედში” აღარ მუშაობს“, - წელია „იმედის“ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დუტა სხირტლაძის მიერ არხის დატოვება ambebi.ge-ს მისმა მეუღლემ, მარინა ნაცვლიშვილმა დაუდასტურა.