ცნობილია 36 წლის მამაკაცის ვინაობა, რომელმაც 30 წლის ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და მეტროს ლიანდაგებში ჩააგდო - რას ამბობს ადვოკატი?
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ლაშა ამირეზაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 36 წლის ბექა მინდორაშვილია დაკავებული. ის ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. მას ადვოკატი უკვე შეხვდა.
"ჯერ მისი პოზიცია არ ვიცი, ალბათ ბრალდების წარდგენის დროს დაადგენს პოზიციას. მოტივზეც ვერაფერს ვიტყვი ჯერ" - ამბობს ადვოკატი.