დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა
მსახიობმა და ტელეწამყვანმა დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა.
დუტა სხირტლაძის მიერ არხის დატოვება ambebi.ge-ს დაუდასტურა მისმა მეუღლემ მარინა ნაცვლიშვილმა.
"დიახ, გიდასტურებთ, ნამდვილად დატოვა ტელეკომპანია "იმედი" - თქვა ტელეწამყვანის მეუღლემ.
ტელეკომპანიის დატოვებამდე, მსახიობმა სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი დაწერა, სადაც 18 წლის ახალგაზრდის დაკავებას და მისთვის 12-დღიანი პატიმრობის მისჯას აპროტესტებს. თუმცა ამ სტატუსში არხის დატოვებაზე მინიშნება არ გაუკეთებია.
"ბავშვია, ბიჭო!!! ბავშვიიიიი!!! გამოუშვით!!! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც). პატარა გოგო-ბიჭებს. ჟურნალისტებს, ოპერატორებს. ქვეყანა ამათია. შვილებისაა.
ვიღაცები "ბანდერლოგებს" უწოდებენ. აი, ამათ. ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას. თავისუფლებაში დაბადებულებს. ამთი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს - ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის. თუ არ გჯერათ - გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა დაელაპარაკოთ...განაგრძეთ კითხვა>>>