"გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად" - რასა იუკნევიჩიენე თბილისში ჩამოდის - როგორია მისი გეგმა?
გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან,
ოპოზიციურ პარტიებთან. ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვხატო ქართველებთან, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან!
დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ჟურნალისტებთან,” - წერს იუკნევიჩიენე.