loader

"ლაშას დეიდაშვილიც ასე ტრაგიკულად დაიღუპა ადრე, არაგვში ჩავარდა, ვიღაცამ ხელი ჰკრაო, თქვეს... გოგიტა სააკაშვილის პირად დაცვაში იყო" - რას ჰყვება მეტროში მოკლული ლაშა ამირეზაშვილის ნათესავი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლაშას დეიდაშვილიც ასე ტრაგიკულად დაიღუპა ადრე, არაგვში ჩავარდა, ვიღაცამ ხელი ჰკრაო, თქვეს... გოგიტა სააკაშვილის პირად დაცვაში იყო" - რას ჰყვება მეტროში მოკლული ლაშა ამირეზაშვილის ნათესავი?

თბილისში, მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტში" მომხდარ შემზარავ ფაქტს სამართალდამცველები ამ დრომდე იძიებენ. 30 წლის ლაშა ამირეზაშვილის სასტიკ მკვლელობას უამრავი თვითმხილველი ჰყავს. ლაშა მეტროში მატარებლის მოსვლას ელოდებოდა, როცა მოულოდნელად, ხალხის თვალწინ, მას მამაკაცმა ზურგიდან ხელი ჰკრა და ლიანდაგში ჩააგდო.

როგორც ირკვევა, 30 წლის მამაკაცი ლაშა ამირეზაშვილია, კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკის მაცხოვრებელი. მომხდარს ძალიან განიცდიან მის სოფელში.

"კვირის პალიტრა" ლაშას ბიძაშვილს, ნათია ქამხაძეს ესაუბრა:

"ლაშა ჩემი მამიდაშვილია, შოკში ვარ, არ ვიცი, რა ვთქვა. რატომ გაიმეტა ჩემი ლაშა?! გუშინ, ეს კადრები რომ გავრცელდა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ლაშა იქნებოდა. კადრებშიც კარგად ჩანს, თავისთვის იდგა და უცებ ჰკრა ხელი...

იმდენი ტრაგედია გადავიტანეთ... 1996 წელს 33 წლის ასაკში მამა მომიკლეს, ქვეგანყოფილებაში სამძებროს უფროსი იყო - გიორგი ქამხაძე და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს. სიკვდილის შემდეგ მისცეს ვახტანგ გორგასლის ორდენი, მაგრამ ეს რას შველის ამხელა ტრაგედიას. მერე, ჩემი მამიდაშვილი და ლაშას დეიდაშვილი - 29 წლის გოგიტა პატარკაციშვილი მოგვიკლეს და დღემდე არ ვიცით, რატომ. გოგიტა სააკაშვილის პირად დაცვაში იყო, რესტორანში წავიდნენ საქეიფოდ და იქ ვიღაცამ ეტყობა, ხელი ჰკრა, არაგვში ჩავარდა და დაიღუპა..."

სტატია ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე>>