loader

"ამას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების მიზნით ვიწყებთ..." - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების მიზნით ვიწყებთ..." - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, პროექტს თბილისის განვითარების ფონდი "აზიის განვითარების ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

"ჩატარდება გამოკითხვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებასთან დაკავშირებით, რაც დაგვეხმარება გადაადგილების

ჩვევების ანალიზში, მობილობის მართვის პოლიტიკის განსაზღვრაში, შეფასებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში", - განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ აუცილებლად მიიღონ აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა, რაც სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.