loader

"ხუთმა არაკაცმა მხოლოდ იმიტომ მცემა გამეტებით, რომ რიგში უხეშად მოქცევაზე ზრდილობიანი და მშვიდი მითითება მივეცი... ტროტუართან იდგა პატრულის მანქანა..." - Loudspeaker-ის სოლისტი წლების წინ მომხდარ ამბავს იხსენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხუთმა არაკაცმა მხოლოდ იმიტომ მცემა გამეტებით, რომ რიგში უხეშად მოქცევაზე ზრდილობიანი და მშვიდი მითითება მივეცი... ტროტუართან იდგა პატრულის მანქანა..." - Loudspeaker-ის სოლისტი წლების წინ მომხდარ ამბავს იხსენებს

Loudspeaker-ის სოლისტი, ლევან ლაუდაძე სოციალურ ქსელში წერს:

"10 წლის და ცოტა მეტი ხნის წინ, ერთ-ერთი კლუბის შესასვლელში, ჰელოუინის ღამეს, ხუთმა არაკაცმა მხოლოდ იმიტომ მცემა გამეტებით, რომ რიგში უხეშად მოქცევაზე ზრდილობიანი და მშვიდი მითითება მივეცი. ცემაზე დიდად არ მიდარდია, უბრალოდ ამ ამბავში ყველაზე ცუდი ფაქტი ისაა, რომ ზუსტად გვერდით, ტროტუართან იდგა პატრულის მანქანა პოლიციის ეკიპაჟით და საერთოდ არაფერი მოიმოქმედეს. ბოლოს კი, როცა ეს ხუთი ტიპი გაიქცა და მე კლუბიდან გამოწოდებული ყინულებით ვიცხრობდი ნაცემ სახეს, ერთ-ერთმა პოლიციელმა მკითხა “ახლა რას აპირებ?”. ამით იმის თქმა მინდა, რომ მე პოლიციის იმედი დიდი ხანია აღარ მაქვს და როცა მათ ვხედავ, თავს ყველაზე ნაკლებად დაცულად ვგრძნობ."