loader

რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობს - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობს - კადრები ადგილიდან

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. მოქალაქეები უკვე მე-13 დღეა პარლამენტის შენობის წინ პროტესტის ნიშნად იკრიბებიან.

მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან 19:00 საათიდან დაიწყეს შეკრება. მათ ცოტა ხნის წინ გზა გადაკეტეს, რის გამოც რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.

აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.