"ვიყავი ჩვეულებრივი "ქოცი", კმაყოფილი, რომ წინა სისხლიანი რეჟიმი დაამთავრეს..." - რას წერს ირმა სოხაძე?
"არავინ გაბედოს ჩემი ნაცებთან აფილირება! ასჯერ დავწერე, ჩვეულებრივი ქოცი ვიყავი, კმაყოფილი, წინა სისხლიანი რეჟიმი რომ დაამთავრეს-თქო! მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კურსის ცვლილებას, ევროპის ლანძღვა-გინებას, რუსეთისგან ქებას და ჩვენი გაწბილებული მოქალაქეების ცემას, მტვრევას, მოწამვლას და დაჭერებს მივესალმები!" - წერს მომღერალი ირმა სოხაძე საკუთარ Facebook გვერდზე